Accentnews.ge
5 დღეში მსოფლიოში კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

5 დღეში მსოფლიოში კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

14/07/2020 13:21:10 მსოფლიო

5 დღეში მსოფლიოში Covid-19-​ის 1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–ში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა.

6 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით მსოფლიოში Covid-19-​ის 1 046 200 შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 575 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 240 000–ს გადააჭარბა, 7 708 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 999-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S