Accentnews.ge
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა"

14/07/2020 06:42:51 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა.

„ჩვენ ვსაუბრობთ თურქეთის შიდა საქმეზე, რომელშიც, რა თქმა უნდა, არც ჩვენ და არც სხვები უნდა ჩავერიოთ. ამავე დროს, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მის, როგორც მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ობიექტის მნიშვნელობას", - განაცხადა სერგეი ვერშინინმა.

11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S