სირიაში აფეთქების შედეგად რუსეთისა და თურქეთის სამხედროები დაშავდნენ
14/07/2020 12:14:29 მსოფლიო
სირიაში, იდლიბში აფეთქების შედეგად რუსეთისა და თურქეთის სამხედროები დაშავდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების ერთობლივი პატრულირების დროს გზის პირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
"მოხდარის შედეგად რუსეთის 3 და თურქეთის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ერთობლივი პატრულირების შესახებ შეთანხმებას მარტში მიაღწიეს.


