ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
14/07/2020 05:28:23 მსოფლიო
ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 1 962 ადამიანი დაინფიცირდა და 3 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში Covid-19-მა 365 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 40 632 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 395 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 575 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 240 000–ს გადააჭარბა, 7 708 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


