კალიფორნიაში შეზღუდვები ხელახლა დაწესდა
14/07/2020 05:16:43 მსოფლიო
კალიფორნიის შტატში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო შეზღუდვები ისევ წესდება. შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, კალიფორნიის რესტორნების, ბარების, კინოების, თეატრების, მუზეუმებისა და ზოოპარკების დახურვის განკარგულება გასცა.
ამასთან, შეზღუდვა ასევე შეეხება სპორტულ დარბაზებს, სილამაზის სალონებს, ოფისებსა და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, შტატში კორონავირუსის 330 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და დაღუპულთა რაოდენობა 7 000-ს აჭარბებს.


