პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდამ გაიმარჯვა
13/07/2020 19:54:49 მსოფლიო
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაიმარჯვა.
ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტი, რომლის მიხედვით, დუდას ხმათა 51.21 %, ხოლო მის ოპონენტ რაფალ ტშასკოვსკის 48.79 % აქვს.
პრეზიდენტობისთვის პირველ ტურში სულ 11 კანდიდატი იბრძოდა. პროგნოზებით, რეალური შესაძლებლობები სწორედ მეორე ტურში გადასულ მოქმედ პრეზიდენტსა და ვარშავის მერს ჰქონდათ. თუმცა პირველივე ტურში ხმათა 51 %-ის მიღება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.


