Accentnews.ge
"თუ ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია უარესი და უარესი გახდება"

"თუ ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია უარესი და უარესი გახდება"

13/07/2020 17:12:24 მსოფლიო

"თუ ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია უარესი და უარესი გახდება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

„მოდით პირდაპირ ვიტყვი - ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად. თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაცემის აღკვეთისა და ადამიანების გადარჩენისკენ, თუ მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების ტარებას, პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი", –განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ცხოვრების ჩევეულ რეჟიმს უახლოეს მომავალში ვერ დაუბრუნდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 571 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 000–ს გადააჭარბა, 7 589 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S