"ქორწილი, ქელეხი და იუბილე დახურულ სივრცეში კვლავ იკრძალება. 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზეა საუბარი?!"
13/07/2020 14:05:58 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დიდი ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გადახდა დახურულ სივრცეში კვლავ აკრძალულია. ამ დროისთვის დასაშვებია მხოლოდ 10 კაცის შეკრება.
"დღეს მოიხსნა აკრძალვა ღია სივრცეში ღინისძიებებზე და დახურულ სივრცეში რეპეტიციებზე. მაგრამ, ისევ არის აკრძალვები ქორწილების, ქელეხების დახურულ სივრცეში. ტრადიციები ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ქორწილი, ქელეხი და იუბილეც ალკოჰოლის გარეშე არ არის და 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზეა საუბარი?! ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯერ–ჯერობით ასეთი დიდი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ", – განაცხადა იმნაძემ.


