Accentnews.ge
ვერშინინი „აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლა თურქეთის შიდა საქმეა“

ვერშინინი „აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლა თურქეთის შიდა საქმეა“

13/07/2020 13:33:35 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი აცხადებს, რომ აია-სოფიას სტატუსის შეცვლა თურქეთის შიდა საქმეა.

„ვსაუბრობთ თურქეთის შიდა საქმეზე, რომელშიც, რა თქმა უნდა, არც ჩვენ და არც სხვები არ უნდა ჩავერიოთ. ამავე დროს, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მის, როგორც მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ობიექტის მნიშვნელობას,“ - განაცხადა ვერშინინმა რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დააანონსა, აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S