Accentnews.ge
გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

13/07/2020 13:18:45 საზოგადოება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია ძმის ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაში დახმარებისთვის მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობას მადლობა უხდის.

"ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ–ერთ წამყვან "შმიდერის" კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ", – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S