ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში
13/07/2020 13:13:30 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში თითქმის 3–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში დაავადებით 529 ადამიანი დაინფიცირდა, სომხეთში კი – 182.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 313 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 24 570 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 571 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 000–ს გადააჭარბა, 7 589 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


