Accentnews.ge
83 უმდიდრესი ადამიანი მთავრობებს მოუწოდებს, მდიდრებისთვის გადასახადები "დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად" გაზარდონ

83 უმდიდრესი ადამიანი მთავრობებს მოუწოდებს, მდიდრებისთვის გადასახადები "დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად" გაზარდონ

13/07/2020 12:06:59 მსოფლიო

მსოფლიოს 83 უმდიდრესი ადამიანი მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, გაუზარდონ გადასახადები მათ და სხვა მდიდარ ხალხს, რათა ეკონომიკას აღდგენაში დაეხმარონ.

"მაშინ როცა Covid-19 მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, მდიდრებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. პანდემიის შედეგები ეკონომიკაზე ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, ნახევარი მილიარდი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდეს. Covid-19– ით გამოწვეული და გამოვლენილი პრობლემები არ შეიძლება, მოგვარდეს ქველმოქმედებით, რამდენადაც გულუხვი არ უნდა იყოს ეს ქველმოქმედება. მთავრობის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საჭირო თანხების შეგროვებასა და მათ სამართლიანად დახარჯვაზე. ჩვენ ვალი გვმართებს იმ ადამიანების, რომლებიც ვირუსის წინა ხაზზე იბრძვიან. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალის უმეტესობას სათანადო ანაზღაურება არ აქვს. მთავრობებმა ჩვენნაირი მდიდრებისთვის გადასახადები დაუყოვნებლივ, მნიშვნელოვნად და მუდმივ საფუძველზე უნდა გაზარდოს", – ", – ნათქვამია 83 უმდიდრესი ადამიანის წერილში.

იხილეთ: მსოფლიოს 83 უმდიდრესი ადამიანის სია, რომელიც წერილს აწერს ხელს.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა სწრაფმა და მასიურმა შოკმა და მის მიმართ განხორციელებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა გლობალური ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა განაპირობა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 5.2% იქნება.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ეს ყველაზე ღრმა რეცესია იქნება, რომელიც 1870 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებლის უდიდესი კლებით გამოიხატება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S