9 აბიტურიენტს, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად აბარებდა გამოცდას, ვირუსი არ აღმოაჩნდა
13/07/2020 11:14:18 საზოგადოება
9 აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდინფიცირებულ პირთან ერთად მოუწია ქართული ენის გამოცდის ჩაბარება, ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც მიღებული გვქონდა, ნამდვილად მუშაობს", - თქვა გორგოძემ.
მისივე განმარტებით, ეს 9 აბიტურიენტი განსაკუთრებული ზომების დაცვით აგრძელებს გამოცდების ჩაბარებას.
10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მას შემდეგ მასთან შემხებლობაში პირებს კვლევა ჩაუტარდათ.


