სულ მცირე, 43 ადამიანი დაშავდა ავღანეთში აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად
13/07/2020 10:54:46 მსოფლიო
ავღანეთში აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 43 ადამიანი დაშავდა, - იუწყება „ალ-ჯაზირა“.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა სამანგანის პროვინციის ქალაქ აიბაკში, ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის შენობასთან მოხდა.
სამთავრობო კომპლექსში მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა, რის შემდეგაც იქ შეირაღებული პირები შეიჭრნენ და მათსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. პროვინციის ჯანდაცვის დირექტორის, ხალილ მუსადექის ცნობით, დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წევრები. მისივე თქმით, დაჭრილთა რაოდენობა, შესაძლოა, მეტიც იყოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.


