Accentnews.ge
ანდრია ჯაღმაიძე: „ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია–სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ“

ანდრია ჯაღმაიძე: „ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია–სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ“

13/07/2020 10:21:21 საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია–სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტარუსი არ მიენიჭებინათ.

მისი თქმით, აია–სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეს სამწუხარო ფაქტია.

"აია–სოფიას ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ძალინ სამწუხარო ფაქტია. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში მრავალმხრივი დაძაბულობა არსებობს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მშვიდი, მეგობრული ურთიერთობა ძალიან საშურია. ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია სოფიასთვის არ მიენიჭებინათ მეჩეთის სტატუსი"-განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის: აია სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S