ოთხი ახალი სპეცრეისის განრიგი ცნობილია
13/07/2020 09:15:41 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 13 ივლისს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით:
- 15 ივლისი – ბარსელონა;
- 17 ივლისი – რომი;
- 22 ივლისი – პარიზი;
- 28 ივლისი – ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 219 პირი.
ცნობისთვის: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ.


