Accentnews.ge
სამხედრო ჰოსპიტალი COVID-19–ით ინფიცირებულ სამხედროებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სამხედრო ჰოსპიტალი COVID-19–ით ინფიცირებულ სამხედროებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

13/07/2020 09:02:05 საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მათ ჩივილები არ აქვთ და დაავადება არ პროგრესირებს.

„ავღანეთიდან გადმოყვანილ 28 სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID 19-ის დიაგნოზი, ჩივილები არ აქვს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი კვლავ რჩებიან ნახევრადბოქსირებულ პალატებში და მკურნალობას გადიან შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისას კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში 10 ივლისს ჩამოიყვანეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S