Accentnews.ge
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა

13/07/2020 08:51:30 მსოფლიო

სომხეთში Covid-19– ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 12 აგვისტოს, 17:00 საათამდეა ძალაში. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 16 მარტს გამოცხადდა, შემდეგ კი სამჯერ გახანგრძლივდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 573 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 32 151 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 865 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 571 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 000–ს გადააჭარბა, 7 589 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S