Accentnews.ge
სეს: „წელს კალიების მაღალი გავრცელებაა“

სეს: „წელს კალიების მაღალი გავრცელებაა“

13/07/2020 08:30:19 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი უფრო მეტია, რაც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული. მისი თქმით, საქართველოში ახლა კალიების ორი სახეობა გვხვდება და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

„ამჟამად ღონისძიებები ტარდება კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და ასევე თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე. მზად ვიყავით და სრულად იყო და არის მობილიზებული სააგენტოს ტექნიკა, ასევე, ადამიანური რესურსი. გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულია ძალიან დიდი დანაკარგები, რომელიც შესაძლებელია, რომ კალიებმა სოფლის მეურნეობას მიაყენოს და ზოგადად, მწვანე საფარს.

ესაა იმ კალიების ორი სახეობა, რომელიც ენდემურია. თუმცა აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს მათი გავრცელება არის ფართო, გასული წლებისგან განსხვავებით “,- განაცხადა ნიკა მესხმა.

რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, მესხი აცხადებს, რომ მავნებლის პოპულაცის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S