Accentnews.ge
„გადავარჩინოთ ბავშვები“: 10 მილიონამდე ბავშვმა შესაძლოა, სკოლებში დაბრუნება ვეღარ შეძლოს

„გადავარჩინოთ ბავშვები“: 10 მილიონამდე ბავშვმა შესაძლოა, სკოლებში დაბრუნება ვეღარ შეძლოს

13/07/2020 07:30:51 მსოფლიო

საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მონაცემებით, კორონავირუსის კრიზისის გამო, მსოფლიოში 10 მილიონამდე ბავშვმა დახურული სკოლების გახსნის შემდეგ შესაძლოა, სკოლებში დაბრუნება ვეღარ შეძლოს.

„მსოფლიოში 9.7 მილიონამდე ბავშვი შესაძლოა, სკოლებში ვეღარასდროს დაბრუნდეს. განათლების სფეროში უპრეცედენტო საგანგებო მდგომარეობაა და მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა განახორციელონ საჭირო ინვესტიციები,“- აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში „გადავარჩინოთ ჩვენი განათლება“.

დოკუმენტის თანახმად, აპრილში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გამო, სკოლებისა და უნივერსიტეტების გარეშე 1.6 მილიარდი მოსწავლე და სტუდენტი დარჩა:

„კაცობრიობის ისტორიაში პირველად, განათლების მიღებაში შეფერხება მსოფლიოს ბავშვთა მთელმა თაობამ განიცადა“.

ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, შესაძლოა, მსოფლოში დამატებით 90-117 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში, რაც მილიონობით მათგანს აიძულებს, სკოლაში სიარულზე უარი სამუდამოდ თქვას:

„ბევრი ახალგაზრდა, იძულებული გახდება მუშაობა დაიწყოს, ან ნაადრევად დაქორწინდეს, რის გამოც მსოფლიოში 7-დან 9.7 მილიონამდე ბავშვი, შესაძლოა სკოლას სამუდამოდ მოწყდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S