Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ შემცირდა

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ შემცირდა

13/07/2020 07:30:03 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის 3–ჯერ შემცირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 577.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 573 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 32 151 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 865 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 571 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 000–ს გადააჭარბა, 7 589 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S