Accentnews.ge
საქართველოში COVID–19–ის აქტიური შემთხვევები 151–მდე გაიზარდა

საქართველოში COVID–19–ის აქტიური შემთხვევები 151–მდე გაიზარდა

13/07/2020 07:02:25 საზოგადოება

13 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID–19–ის 151 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

რაც შეეხებათ ახალ პაციენტებს, ცხრავეს კორონავირუსი საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა, მათგან ხუთი პირი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ეზუგბაიას მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ახალი გამოჯანმრთებულები არ გვყავს. ამრიგად, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 995 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, სამშობლოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S