აკრძალვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
13/07/2020 05:06:10 საზოგადოება
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება.
ამასთან, ნებადართული იქნება ყველა სახის ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება.
„განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში კინოლოგების მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო გამოფენების ჩატარებაზე“,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს გამართული მთავრობის სხდომაზე.


