Accentnews.ge
რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებული პალატიდან გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ

რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებული პალატიდან გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ

12/07/2020 13:47:26 საზოგადოება

რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებული პალატიდან გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ. იგი საკარანტინო სივრციდან ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტის "კოვიდ 19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო.

მისივე თქმით, დღეს დილით პაციენტი პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

"112-მა შემოიყვანა, ჩაუტარდა PCR კვლევა, კოვიდუარყოფითია პაციენტი, ტესტის პასუხი მივიღეთ უკვე, უნდა დაბრუნებულიყო საკარანტინო სივრცეში, რადგან მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და პროტოკოლით გათვალისწინებული 14 დღე კარანტინში უნდა გაეტარებინა. ეს ყველაფერი ოჯახს წევრებმა იციან, შევატყობინეთ", - აცხადებს ექიმი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S