ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
12/07/2020 16:32:46 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი, შუახნის მამაკაცი შეიყვანეს.
იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.


