საქართველოში COVID-19 კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა
12/07/2020 06:48:16 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ხუთივე მათგანი საკარანტინო ზონიდანაა.
12 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.


