სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შემცირდა
11/07/2020 07:33:56 მსოფლიო
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 489 ადამიანი დაინფიცირდა და 13 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 559-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 19 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 234 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.


