Accentnews.ge
"კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია, 5 - დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი"

"კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია, 5 - დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი"

11/07/2020 07:27:31 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტირებულია, 5 - დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი"

"დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 981-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S