აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს, მათ შორის ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა
11/07/2020 07:20:52 საზოგადოება
აჭარაში კორონავირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს, მათ შორის 2 მცირეწლოვანს დაუდასტურდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა, რომელსაც კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა.
კორონავირუსით, სატვირთო ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ცოლის და დაინფიცირდა.
უწყების ცნობით, ინფიცირებულები თბილისში არიან გადაყვანილი, ხოლო ცოლის და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 981-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


