Accentnews.ge
BioNTech – Covid-19–ის ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება, მაგრამ მსოფლიოში იმუნიტეტის მიღწევას შესაძლოა, 10 წელი დასჭირდეს

BioNTech – Covid-19–ის ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება, მაგრამ მსოფლიოში იმუნიტეტის მიღწევას შესაძლოა, 10 წელი დასჭირდეს

10/07/2020 13:00:54 მსოფლიო

Covid-19–ის ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება, – ამის შესახებ გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა უგურ შაჰინმა The Wall Street Journal–ს განუცხადა.

"Covid-19–ის გავრცელების გამო მსოფლიოში იმუნიტეტის მიღწევას შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს, იმ პირობებშიც კი, თუ ამ პერიოდში რამდენიმე ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი", – განაცხადა შაჰინმა.

მისივე თქმით, კომპანიას შეუძლია, ვაქცინის ოფიციალურ დამტკიცებამდე მისი რამდენიმე ასეული მილიონი დოზა აწარმოოს, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის 1 მილიარდზე მეტი დოზის წარმოებაა შესაძლებელი.

ვაქცინა სახელწოდებით BNT162 გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer–თან ერთად შექმნა. ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ამჟამად გერმანიასა და აშშ–ში მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S