Accentnews.ge
პეტერბურგში სიკვდილიანობის ბოლო 10 წლისთვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პეტერბურგში სიკვდილიანობის ბოლო 10 წლისთვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

10/07/2020 11:31:08 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სიკვდილიანობის ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული თვიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რუსული მედიის ცნობით, ივნისში პეტერბურგში 7106 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ, როცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ მხოლოდ ერთხელ გადააჭარბა 6 ათასს.

მიმდინარე წლის ზამთრის თვეების სტატისტიკასთან შედარებით, ივნისში ქალაქში 2 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში მედია იუწყებოდა, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისა და პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამასწინანდელი კენჭისყრის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ ქალაქში კვლავ ინტენსიურად დაიწყო ზრდა.

ივნისის დასაწყისიდან ქალაქში პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს. ადგილობრივებს ქუჩებში უნიღბოდ და ხელთათმანების გარეშე გადაადგილების ნება დართეს, ამოქმედდა არასასურსათო მაღაზიები, სილამაზის სალონები და საზაფხულო კაფეები. ხელისუფლებამ ეს ეპიდვითარების გაუმჯობესებით ახსნა, თუმცა კოვიდ-სტაციონარების უმეტესობა კვლავინდებურად გადავსებული იყო. მაისის ბოლოს გამოცემა “მედუზას” მიერ გამოკითხულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ კოვიდ-ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა “ხელისუფლების მიერაა დახატული”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S