იტალიაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს
10/07/2020 11:12:28 მსოფლიო
იტალიამ შესაძლოა, კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს, - იუწყება „როიტერი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტეზე დაყრდნობით.
„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავაგრძელოთ ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიღება,“- განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ საგანგებო მდომარეობა იანვრის ბოლოს, 6 თვით გამოაცხადა და მას ვადა 31 ივლისს ეწურება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 242 363 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 34 926 და გამოჯანმრთელებულია - 193 978 ადამიანი.


