Accentnews.ge
"ყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონია დაფიქსირდა, რომელიც უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე covid-19"

"ყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონია დაფიქსირდა, რომელიც უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე covid-19"

10/07/2020 10:24:47 მსოფლიო

"ყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონია დაფიქსირდა, რომელიც უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე covid-19", - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.

"ყაზახეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები კვლევას ახორციელებენ, თუმცა პნევმონიის ვირუსის ბუნების დადგენას ვერ ახერხებენ,“- ნათქვამია განცხადებაში.

მასივე ცნობით, უცნობი პნევმონიისგან ქვეყანაში მიმდინარე წლის განმავლობაში 1 772 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 628 ფატალური შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა. გარდაცვლილებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.

მოგვიანებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ უარყო ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დადასტურებულია "დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ვირუსული პნევმონიების არსებობა", მაგრამ უარყოფილია, რომ ეს დაავადება ახალი ან უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S