ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს COVID-19 დაუდგინდა
10/07/2020 10:00:18 საზოგადოება
აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა.


