Accentnews.ge
რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000–ს გადააჭარბა

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000–ს გადააჭარბა

10/07/2020 08:23:19 მსოფლიო

რუსეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 174 ადამიანი გარდაიცვალა და 6 635 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 11 017 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 713 936 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 489 068 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 557 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 390 000–ს გადააჭარბა, 7 227 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 973-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S