უკრაინაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 345–მდე გაიზარდა
10/07/2020 08:15:28 მსოფლიო
უკრაინაში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 345–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 18 ადამიანი დაიღუპა და 819 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 345 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 52 043 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24 800 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 557 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 390 000–ს გადააჭარბა, 7 227 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 973-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


