ბოლო 24 საათში სომხეთში COVID-19–ით .557 ადამიანი დაინფიცირდა და 11 გარდაიცვალა
10/07/2020 07:17:12 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სომხეთში COVID-19–ით .557 ადამიანი დაინფიცირდა და 11 გარდაიცვალა
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 546 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 30 903 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 18 709 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 557 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 390 000–ს გადააჭარბა, 7 227 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 973-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


