Accentnews.ge
იტალიელი მეცნიერები – Covid-19 შესაძლოა, პლაცენტის გავლით​ ნაყოფს გადაეცეს

იტალიელი მეცნიერები – Covid-19 შესაძლოა, პლაცენტის გავლით​ ნაყოფს გადაეცეს

10/07/2020 07:00:33 მსოფლიო

იტალიელი მეცნიერების განცხადებით, Covid-19 შესაძლოა, პლაცენტის გავლით​ ნაყოფს გადაეცეს.

მილანის უნივერსიტეტის მკვლევარის კლაუდიო ფენიზიას თქმით, ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ორმა კოვიდ–ინფიცირებულმა დედამ Covid-19–ით დაავადებული ბავშვები გააჩინეს.

"ჩვენ შევისწავლეთ 31 კოვიდ–ინფიცირებული ფეხმძიმე. ისინი უკვე ორსულობის ბოლო თვეებში იყვნენ. კვლევის შედეგების თანახმად, 31–დან ორ შემთხვევაში ახალშობილს Covid-19 დაბადებისთანავე დაუდგინდა. ვირუსი აღმოჩნდა პლაცენტაში და ახალშობილის ჭიპის სისხლში", – აცხადებენ მკვლევარები.

როგორც კლაუდიო ფენიზია აცხადებს, ერთ–ერთ ახალშობილს ჭიპის სისხლში ანტისხეულები ჰქონდა.

"როგორც წესი, ამ ტიპის ანტისხეულები დედიდან ახალშობილზე არ გადადის. შესაბამისად, ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ნაყოფი პირდაპირი გზით დაინფიცირდა. საბედნიეროდ, აღნიშნული პაციენტები ორსულობის ბოლო თვეებში დაინფიცირდნენ. ასე, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვირუსმა ჩვილების განვითარებაზე იმოქმედოს", – აცხადებს მკვლევარი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 557 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 390 000–ს გადააჭარბა, 7 227 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 973-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S