საქართველოში COVID-19–ით კიდევ ხუთი პირი დაინფიცირდა
10/07/2020 05:46:29 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 ხუთ პირს დაუდასტურდა. ამრიგად 973–მდე გაიზარდა გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე ცტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებითვე, გასულ დღე–ღამეში კოვიდ–ცენტრები ორმა პირმა დატოვა და ჯამში განოჯანმრთელებულია 846 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4851 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.
საქართველოში კორონავირუსს ჯამში 15 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილია 31 პირი.
იხილეთ ასევე: ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს COVID-19 დაუდასტურდა


