პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი პირვანდელი სახით აღდგება
10/07/2020 04:20:20 მსოფლიო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი მე-19 საუკუნის ორიგინალური, გოთიკური სტილით აღდგება. როგორც „ბიბისი“ წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ შპილის აღდგენა თანამედროვე სტილში უნდა მომხდარიყო.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა 2024 წლისთვის სურს, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიადას უმასპინძლებს. საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეროვნული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის კომისიის შეხვედრა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის აპრილში გაჩნდა.


