აშშ-ში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
10/07/2020 04:42:45 მსოფლიო
აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 60 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს აშშ-ისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები მზარდია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ფლორიდის, ტეხასის, კალიფორნიისა და არიზონას შტატებშია: ბოლო 24 საათში ფლორიდაში „კოვიდ-19“-ის 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 ადამიანი გარდაიცვალა.
მედია წერს, რომ ეპიდემიის აფეთქების არეალებში კლინიკები გადატვირთვის პირასაა.
ცნობისთვის: აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


