Accentnews.ge
ჯანმო-მ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნდა

ჯანმო-მ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნდა

10/07/2020 03:01:03 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები გამოაქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოხსენებაში საუბარია დახურულ სივრცეში ვირუსის ჰაერის გზით გადაცემის შესაძლებლობაზე, მაგალითაც სიმღერის გუნდის რეპეტიციის, რესტორნებსა და ფიტნეს კლუბებში ყოფნის დროს.

„აუცილებელია ასეთი მაგალითების გამოკვლევა სასწრაფოდ მოხდეს,“- აღნიშნულია ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინებში.

ორგანიზაცია ადამიანებს ურჩევს, სოციალური დისტანცირების წესის დაცვასთან ერთად თავიდან აიცილონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, უზრუნველყონ შენობების კარგად განიავება და გამოიყენონ პირბადეები ყოველთვის, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S