Accentnews.ge
სამძებრო ოპერაციის შედეგად სეულის მერის ცხედარი იპოვეს

სამძებრო ოპერაციის შედეგად სეულის მერის ცხედარი იპოვეს

10/07/2020 02:34:24 მსოფლიო

პოლიციელებმა სეულის მერი პარკ ვონ სუნი სეულის ჩრდილოეთ ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“ ავრცელებს.

განაცხადი პოლიციაში პარკ ვონ სუნის ქალიშვილმა მას შემდეგ დაწერა, რაც, მისივე თქმით, სეულის მერმა სახლი მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

სეულის მერის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

პარკი ვონ სუნი დიდი ხნის სამოქალაქო აქტივისტი და ადვოკატი ადამიანის უფლებების სფეროში - სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს. ის ქალაქის პირველი მერი იყო, რომელიც შარშან მესამე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

პრეზიდენტ მუნ ჟე-ინის ლიბერალურ-დემოკრატული პარტიის წევრი პარკ ვონ-სუნი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S