საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს მიუახლოვდა
09/07/2020 19:41:24 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 209 962 ინფიცირებული, 5 300 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 22 464 ინფიცირებული, 284 გარდაცვლილი
- სომხეთი: 30 346 ინფიცირებული, 535 გარდაცვლილი
- რუსეთი: 707 301 ინფიცირებული, 10 843გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 552 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 000 000–ს გადააჭარბა, 7 072 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 968-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 844 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


