მოსკოვი ავსტრიაში უმაროვის მკვლელობასთან კადიროვის კავშირს უარყოფს
09/07/2020 14:40:27 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ავსტრიაში ჩეჩენ ბლოგერ უმაროვის მკვლელობასთან რამზან კადიროვის კავშირს “ვერ ხედავს”.
«რა შუაში აქ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი? ხალხო, ეს ხომ ჯანსაღ ლოგიკას სცდება!.. რაკი მოკლული ჩეჩენი იყო და კადიროვს აკრიტიკებდა, ესე იგი, აუცილებლად კადიროვის კავშირზე უნდა ვისაუბროთ?! ალოგიკურია, დამეთანხმეთ», – განაცხადა პესკოვმა.
უარყო მკვლელობასთან კადიროვის კავშირი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც:.
«მწუხარებით აღვნიშნავთ რომ რიგ პუბლიკაციებში გაჩნდა აბსურდული ვერსიები ამ მკვლელობასთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კავშირის თაობაზე. კატეგორიულად უარვყოფთ ამ ინსინუაციებს და ვთვლით, რომ მსგავსი სპეკულაციები ხელს უშლის ობიექტურ გამოძიებას”.
იხილეთ ასევე: კადიროვი უმაროვის მკვლელობაში “რუსეთისა და პირადად მის წინააღმდეგ მოქმედ უცხოურ სპეცსამსახურებს” ადანაშაულებს


