ჯანმო დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის, რომელიც კორონავირუსზე ორგანიზაციისა და მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს
09/07/2020 14:14:45 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს.
როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, კომიტეტს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.
„ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამ გამოძიებას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მაისში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ქვეყნებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსზე რეაგირების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.


