Accentnews.ge
კალათბურთის ფედერაცია: "თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას"

კალათბურთის ფედერაცია: "თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას"

09/07/2020 13:16:35 საზოგადოება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას"

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიუღებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S