ბერგამოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ბოლო კოვიდ-ინფიცირებული გაწერეს
09/07/2020 12:10:55 მსოფლიო
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გაწერეს, - იუწყება იტალიური მედია.
ბერგამოს მამა ჯოვანის სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 23 თებერვალს მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპის ერთ–ერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსმა ათასობით ადამიანი შეიწირა.
უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებას ქვეყანაში 34 914 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ნახევარი ლომბარდიის რეგიონში გარდაიცვალა.


