სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერი გაუჩინარდა
09/07/2020 10:52:52 მსოფლიო
სამართალდამცავები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერი პარკ ვონ-სუნი გაუჩინარდა. როგორც Reuters იუწყება, მას პოლიცია რამდენიმე საათია, ეძებს.
სამართალდამცველებს ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა მას შემდეგ შეატყობინა, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები.


