„გილეადი“ ევროპის ქვეყნებს პრეპარატ „რემდესივირს“ შემოდგომისთვის მიაწვდის
09/07/2020 10:45:20 მსოფლიო
კომპანია „გილეადი“, რომელიც „რემდესივირის“ უმსხვილესი მწარმოებელია, ევროპის ქვეყნებს პრეპარატს შემოდგომისთვის მიაწვდის.
„გილეადის" განცხადებით, კომპანია ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით გადაწყვეტს, თუ რომელი ქვეყანა რა ოდენობით პრეპარატს მიიღებს.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის.
1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია „გილეადთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოიყენებენ.


